სხვადასხვა
როგორ აღვნიშნოთ ვალენტინობა

როგორ აღვნიშნოთ ვალენტინობა

წმინდა ვალენტინის დღესასწაული მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბევრისთვის ვალენტინობა ვარდებთან, შოკოლადთან და რომანტიკულ ვახშამთან ასოცირდება. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. შეგიძლიათ შეყვარებულების დღე ორიგინალურადაც აღნიშნოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

მასაჟი

თქვენს მეორე ნახევარს შეგიძლიათ მასაჟი გაუკეთოთ. ეს თქვენც და მასაც განტვირთვაში დაგეხმარებათ და მთელი საღამოს განმავლობაში საუკეთესო ხასიათზე იქნებით.

ცეკვა

ერთად ცეკვა ძალიან რომანტიკულია. თქვენ უნდა მოკიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთად იმოძრაოთ. ეს თქვენს გრძნობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ვახშამი სახლში

ერთად მოამზადეთ ვახშამი. საღამოს კი სამზარეულოდან მისაღებ ოთახში გადაინაცვლეთ და დატკბით თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით.

სასტუმრო

ხანდახან რომანტიკა სახლის ზღურბლს იქით იწყება. ამისათვის ყველაზე შესაფერისი ადგილი სასტუმროს ნომერია, სადაც ვალენტინობის ღამეს თქვენს რჩეულთან ერთად გაატარებთ.

პოეზია

შეეცადეთ თქვენს რჩეულს ლექსი დაუწეროთ. თუ ეს არ გამოგივათ, მაშინ მას უბრალოდ თქვენი საყვარელი ავტორების სასიყვარულო ლექსები წაუკითხეთ.

გასეირნება ბუნებაში

სუფთა ჰაერზე გასეირნება და ბუნებაში განმარტოვება თქვენს გრძნობებს განაახლებს და დადებითი ენერგიით დაგტვირთავთ.

ატრაქციონები

მშვენიერი იქნება თუ ცოტა ხნით ბავშვობას გაიხსენებთ და ვალენტინობას ატრაქციონების პარკში გაატარებთ, სადაც ემოციების გამოხატვას დაუფარავად შეძლებთ. ეს აუცილებლად თქვენც და თქვენს ვალენტინსაც დადებითი ენერგიით აგავსებთ.

თეატრი

შეარჩიეთ რომანტიკული სპექტაკლი და თქვენს პარტნიორთან ერთად ეწვიეთ თეატრს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის