მსოფლიო
ახალი დეტალები პოლონეთში მოკლული ქართველი კაცის საქმიდან

ახალი დეტალები პოლონეთში მოკლული ქართველი კაცის საქმიდან

მათი ცნობით, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ საავადმყოფოსთან მსუბუქი ავტომობილი შეჩერდა, რომლიდანაც უცნობმა პირებმა მამაკაცი, სავარაუდოდ, კრიტიკულ სასიცოცხლო ზღვარზე მყოფი, გადმოათრიეს, ქუჩაში მიატოვეს და მათთან ერთად მყოფ კიდევ ერთ მანქანასთან ერთად, სწრაფად, საბურავების წივილით მოწყდნენ ადგილს. პოლიცია აცხადებს, რომ ალფა რომეოს და ოპელის ტიპის ავტომობილები, რომლებითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ, არ არიან რეგისტრირებულები მაზოვეცკის სავოევოდოში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელშიც, მათ შორის, ვარშავაც შედის. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, ვარშავაში, სავადმყოფოსთან მამაკაცის გვამი ნახეს. მას უკანა მხრიდან, მარჯვენა ბეჭის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა ემჩნეოდა. საავადმყოფოდან გამოსულმა ექიმმა დააფიქსირა, რომ მამაკაცი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, ის საავადმყოფოსთან მიყვანამდე გარდაიცვალა, თუ მიყვანის შემდეგ. პოლიციამ ტანსაცმელის ჯიბეების შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ საბუთების მიხედვით მოკლული საქართველოს მოქალაქე, 45 წლის გიზო ბოჭორიშვილია. პოლიციის ვარაუდით დამნაშავეები მისი თანამემამულეები არიან. მოკლულის ოჯახის წევრები, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ კაცი მეგობართან ერთად, უკრაინიდან პოლონეთში, რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის