სამართალი
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

დაკავებულის ადვოკატის, ავთანდილ ზუბაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შეხვდება და ბრალის წარდგენის შემდეგ საქმის მასალებს გაეცნობა. “დარწმუნებული ვარ, ეს დანაშაული პოროვნულად ვიღაცისგან მოდიოდა. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთანდა და კახეთის სამმართველოში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ზაქარია ქინქლაძე სისტემატიურ დევნას განიცდიდა. სამსახურში დაძაბული სიტუაცია ჰქონდა. ხან გაფრთხილება, ხან საყვედური მისცეს, მერე გათავისუფლების შესახებ განცხადება დააწერინეს და ჩვენი რჩევით უკან წამოიღო, საბოლოოდ კი საქმე აქამდე მივიდა”, – განაცხადა ადვოკატმა. ცნობისათვის, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტკორუფციულმა სააგენტომ გუშინ სამუშაო ოთახში დააკავა. ამავე საქმეზე, ქრთამის მიცემის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის