საზოგადოება
პატრიარქი: მთელ მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონ არ იციან

პატრიარქი: მთელ მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონ არ იციან

“ადამიანი მოწოდებულია იმისათვის რომ განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა თავისი განვითარება უნდა დაიწყოს თავისი თავით, რატომღაც ჩვენ ვიწყებთ სხვა ადამიანებით, იმიტომ ვიწყევბთ სხვა ადამიანებით, რომ უფრო ადვილია უფრო ვხედვათ, როგორ ძნელია. ჩვენ გვაჩვენა ჩვენმა ცხოვრებამ ჩვენმა გამიცდილებამ, რომ განცდაი თვიდთა ცდოვათა არც ისე იოლი ყოფილა, ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისთვის, მაცხოვარი ამბობს იყავით სრულყოფილი ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს, ეს იშნავს იმას რომ სრულყოფა განვითარება დასურულებეია, მიდმივია, ადამიანი არასდროს არ მიაღწევს ისეთ სრულყოფას როგორიც არის მამა ზეციერი, მაგრამ ეს სიტუვები ნიშნავს სრულყოფას აქაც და იქაც ორივე სოფელსა შინა, რატომ არის ასეთი ძნელი განცდა თვისთა ცოდვათა, იმიტომ რომ ადამიანი სუსტია, სუსტია მაგრამ არის ხატება ღვთისა, სუსტია მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით თავისი სულეირი ცხოვრებით, ღმერთი ხედავს სურვილეს და სურვილი უკვე მიაჩნია მას როგორც გაკეთებული საქმე კეთილი, სურვილი უკვე ბევრს ნიშნავს, შეიძლება ვერ მიაღწიოს ადამინმა სურვლი მაგრამ ღნერთი იმდენად მოწყალეა რომ სურვილი მიაჩნია როგორც გაკეთებული საქმე. არის ლოცვა რომელიც თქვა ეფრემ ასურმა, უფალო და მეუფეო ცხოვრებისაო , თქვენ იცით, ჰე უფალო მომანიჭე მე განცდა ძმისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ცოდვათა, რა ძნელია. მომანიჭე მე განცდა ძმისა ცოდვათა. ადამიანი თავისი ძალით ვერ აღწევს განცდას, ადამიანმა უნდა აიღოს, მიიღოს ძალა ღვთისა, ადამიანი სუსტია, ადამიანი ეცემა, საგალიბელი რომ არის დავიღალე დავიღალე მოდო ჩემთან უფალო, ადამიანი ეცემა ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრიბს ვერასოდეს ვერ ადგება , მაგრამ ამ დროს უფალი თვითინ მიდის ადამიანთან და აყენებს მას. ეს სასწაულია, ეს წყალიბაა ღვთისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ გვაძლებს ამ წყალიბას. ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს, წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო, ზოგი იმასაც ამბობს ბოლო დღეებიაო, ღნერთმა მოგცეეს ძალა და მადლი, რომ ავიყანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროსა , ღმერთი ამოკლებს დროსა იმისათვის რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი, ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს. თქვენ ხედავთ მთელ მსოფლიოში მღელვარებაა, მთელ მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითინაც არ იციან, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა, აი როცა მღვდელი ან დიაკონი ან ეპისკოპისი ლოცულობს შეგეწიენ გვაცხოვნენ შეგიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღნერთო შენითა მადლოთა, აუცილებლად უნდა აღამაღონ თქვენი გული თქვენი გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ, დაგვეხმარება რომ ვცნოთ თავი თვისნი, ღმერთმა დაგოცოთ, ღნერთმა გაგახაროთ და გაგგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა”, – ბრძანა პატრიარქა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის