სპორტი
ნაგელსმანი ბორუსიასთან ფრეზე: "5-6 გოლის გატანა შეგვეძლო"

ნაგელსმანი ბორუსიასთან ფრეზე: "5-6 გოლის გატანა შეგვეძლო"

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გუშინდელი გიჟური მატჩი შეაფასა. "საწყის წუთებში კარგი წინათგრძნობა დამეუფლა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ თამაშში ჩავარდნა გამოჩნდა, რაც "ბორუსიას" კარგი თამაშით იყო განპირობებული. მეტოქის ნახევარდაცვაზე საკმარისი ზეწოლა ვერ მოვახდინეთ, ამიტომ დორტმუნდელები მარტივად ქმნიდნენ საკუთარ მომენტებს. მეორე ტაიმში თავს მაღლა ვიცავდით და გვჯეროდა, რომ ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. ხუთი ან ექვსი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ფრე - სამართლიანი შედეგია", - განაცხადა 31 წლის გერმანელმა. ბუნდესლიგის 21-ე ტურში დორტმუნდში საოცარი შეხვედრა გაიმართა - "ბორუსია" მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 3:0 იგებდა, მაგრამ "ჰოფენჰაიმმა" საოცარი ქამბექი შეასრულა და ფრედ 3:3 ითამაშა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის