სპორტი
რობერტსონი: "კლოპი საერთოდ არ ნერვიულობს"

რობერტსონი: "კლოპი საერთოდ არ ნერვიულობს"

"ლივერპულის" მარცხენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, იურგენ კლოპის პოზიტიურ გავლენაზე ისაუბრა. "კლოპი ძალიან მშვიდია. ის და მთელი მისი პერსონალი ენერგიას გვმატებს და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს. როდესაც ხალხი ამბობს, რომ კლოპი ნერვიულობს ან ჩვენ ვნერვიულობთ, ისინი რეალობისგან საკმაოდ შორს არიან. მას უბრალოდ სურს, რომ ასე გავაგრძელოთ და ჯერჯერობით გამოგვდის. ვარჯიშებზე მოდუნებულები ვართ და მხოლოდ მოგებისთვის გავდივართ მოედანზე. ერთადერთი, რის გამოც გაბრაზებულები ვართ და არა ანერვიულებულები ისაა, რომ ყოველი მატჩის მოგება გვინდა", - განმარტა 24 წლის შოტლანდიელმა. 26 ტურის შემდეგ "ლივერპული" 65 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგას ლიდერობს და დაკარგული ქულების მიხედვით "მანჩესტერ სიტის" 3 ქულით უსწრებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის