სპორტი
ხამესი: "ჩვენ ვართ ჩვენ!"

ხამესი: "ჩვენ ვართ ჩვენ!"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, გელზენკირხენის "შალკესთან" მოპოვებული გამარჯვებით (3:1) კმაყოფილი დარჩა. "ვფიქრობ, დღეს არც ისე ცუდად ვითამაშე. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ - ეს სამართლიანი შედეგია. დორტმუნდელებმა იციან, რომ თუ ახლა შეცდებიან, ეს შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ, რადგან აქ, "ალიანს არენაზე", ელით გასვლა. ჩვენ ყოველთვის ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გავაგრძელებთ და რითმს შევინარჩუნებთ, "ბორუსია" სერიოზული ზეწოლის ქვეშ იქნება", - აღნიშნა 27 წლის კოლუმბიელმა. ხამეს როდრიგესმა მეორე გოლის დროს რობერტ ლევანდოვსკის ასისტი გაუკეთა და საერთო ჯამში, მოედანზე საუკეთესო იყო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის