სპორტი
კოვაჩი: "დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ"

კოვაჩი: "დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, გელზენკირხენის "შალკესთან" გუშინდელი შეხვედრა შეაფასა. "პირველ ტაიმში ნამდვილად ძალიან კარგი სამუშაო შევასრულეთ, ხოლო მეორე ნახევარში ასეთი რამდენიმე მონაკვეთი გვქონდა. თუმცა თასზე 120 წუთიანი ბრძოლა შესამჩნევი იყო ისევე, როგორც დორტმუნდის "ბორუსიას" შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთები სანერვიულო გამოდგა, ვფიქრობ 120 წუთიანი დამღლელი ბრძოლის შემდეგ ეს ნორმალურია და საბოლოოდ, დამსახურებული და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა. "რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის 21-ე ტურში "შალკე" შინ 3:1 დაამარცხა და ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. რამდენიმე დღის წინ მიუნხენელებმა გერმანიის თასზე სტუმრად ბერლინის "ჰერტასთან" 120 წუთი ითამაშეს და გამარჯვება (3:2) დამატებით დროში მოიპოვეს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის