სპორტი
ტუხელმა კავანის ტრავმაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ტუხელმა კავანის ტრავმაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასვლითი შეხვედრის წინ ედინსონ კავანის მდგომარეობა შეაფასა. "კავანისთვის ძალიან რთული იქნება სამშაბათამდე "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშისთვის გამოჯანმრთელება. მისი მონაწილეობა მოახლოვებულ თამაშში ნაკლებად სავარაუდოა", - განაცხადა 45 წლის გერმანელმა სპეციალისტმა. 31 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სულ 24 თამაშში 20 გოლი გაიტანა, გასულ უქმეებზე "ბორდოსთან" თამაშში (1:0) მიიღო დაზიანება და გუნდს გამოაკლდა. პარიზული კლუბი მანჩესტერს მომდევნო კვირის სამშაბათს ეწვევა. "ოლდ ტრაფორდზე" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის