სპორტი
სოლსკიაერი: "კავანი ნამდვილი ვიკინგია, მბაპე - ცეცხლი"

სოლსკიაერი: "კავანი ნამდვილი ვიკინგია, მბაპე - ცეცხლი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, "პსჟ-სთან" პირველ მერვედფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა. "პსჟ" ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქე იყო, რომელიც შეიძლება შეგვხვედროდა. თუმცა ამ მატჩებს ველით. ვფიქრობ, მათი შეტევითი ხაზი მსოფლიოში საუკეთესოა. გარდა ამისა, "პსჟ-ს" ყოველ ხაზზე მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს. ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურია. ტუხელი კარგი ტაქტიკოსია. ის სქემებს ცვლის, ამიტომ შეუძლებელია მხოლოდ ერთი სქემისათვის მომზადება. ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ. თუ ეს გამოგვივა, მეტოქეს სერიოზულ ბრძოლას შევთავაზებთ. კავანი ნამდვილ ვიკინგს ჰგავს, რომელსაც ფილმებში ვნახულობთ ხოლმე. მბაპე - არანორმალურად სწრაფია ისევე, როგორც ცეცხლი. აგრეთვე არის ნეიმარი, მაგრამ ჩვენც კარგი სამეული გვყავს თავდასხმაში", - განაცხადა 45 წლის ნორვეგიელმა. მანჩესტერული გრანდი პარიზულ კლუბს საკუთარ მოედანზე 13 თებერვალს მიიღებს, საპასუხო მატჩი კი 7 მარტს პარიზში გაიმართება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის