სპორტი
როისი ტოტენჰემთან მატჩს გამოტოვებს

როისი ტოტენჰემთან მატჩს გამოტოვებს

დორტმუნდის "ბორუსიას" ბანაკში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური თამაშის წინ არასასიამოვნო სიახლეა. "ვფიქრობ, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ, მაგრამ პირადად მე არ მჯერა, რომ ის ოთხშაბათამდე მომჯობინდება", - აღნიშნა ცორკმა. 29 წლის გერმანელმა გერმანიის თასის 1/8 ფინალში, ბრემენის "ვერდერთან" შეხვედრაში (3:3), დაზიანება მიიღო და "ჰოფენჰაიმთან" საკუთარი გუნდის ბოლო შეხვედრა გამოტოვა. გერმანული კლუბი ლონდონის "ტოტენჰემს" გასვლაზე მომდევნო კვირის ოთხშაბათს დაუპირისპირდება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის