პოლიტიკა
ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფმა სხდომათა დარბაზში შესვლა და შეხვედრის ჩაშლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. „საქართველოდან ჩამოვედი, არავინ არ დამაფინანსა. ჩემი სახსრებით ჩამოვედი. შენი რა საქმეა რა დამიჯდა, რატომ ჩაგაბარო აჩოტები. თქვენ რამდენს გიხდიან? რატომ არ გვიშვებენ, იქნებ რა კითხვა მაქვს. მე ვარ ქართველების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ქართველი ვარ,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და რომელსაც თან ჰქონდა პლაკატი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და წარწერით - "We do not trust you." შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის