პოლიტიკა
ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს - ისინი ამბობენ, რომ დაპი...

ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს - ისინი ამბობენ, რომ დაპი...

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დარბაზში, სადაც შეხვედრა იმართება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. ამას დაპირისპირებაც მოჰყვა. ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც ემიგრანტთა ნაწილი ცუდად გახდა. ისინი ამბობენ, რომ მათ წინააღდეგ გაშვებული ნივთიერების გამო თვალები და ყელი აეწვათ. მათ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს. სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ. როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტს ემიგრანტებმა უთხრეს, მათ დარბაზში შესვლაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ შეკითხვები ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან. ამ ემიგრანტებმა პროტესტის ნიშნად კარზე პლაკატები გააკრეს. ემიგრანტები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ისინი შენობაში მათი განსხვავებული შეხედულებების გამო არ შეუშვეს. მათ სურდათ სააკაშვილისთვის ეკითხათ თუ რას ნიშნავს ალტერნატიული მთავრობა, რატომ არ ბრუნდება სააკაშვილი საქართველოში და ა.შ.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის