სპორტი
9 მოჭიდავე და 9 ოქრო – ქართველების ტრიუმფი ბულგარეთში

9 მოჭიდავე და 9 ოქრო – ქართველების ტრიუმფი ბულგარეთში

ტურნირზე საქართველო მხოლოდ თავისუფალი სტილის მოჭიდავეებით იყო წარდგენილი. საქართველოს 9 მოჭიდავესთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები იაპონიიდან (8 წონაში 9 მოჭიდავე), მაკედონიიდან (6 წონაში 7 მოჭიდავე), რუმინეთიდან (4 წონაში 6 მოჭიდავე), სლოვაკეთიდან (4 წონაში 6 მოჭიდავე), ისრაელიდან (3 წონაში 4 მოჭიდავე), ტუნისიდან (3 წონაში 4 მოჭიდავე), საფრანგეთიდან და უკრაინიდან (თითო მოჭიდავე) და მასპინძელი ქვეყნიდან – ბულგარეთიდან (ათივე წონაში ერთად 35 მოჭიდავე), სულ 10 ქვეყნის 82 მოჭიდავე. ცხრავე ქართველმა მოჭიდავემ გამარჯვებით დაასრულა შეხვედრები და ცხრავე ტურნირის გამარჯვებული გახდა 57 კგ წონაში რობერტ დინგაშვილმა მაკედონელ ჰალიდ ოსმანის, იაპონელ ტაჩირო ტაკუმის, ბულგარელ ცვეტან მუსტაფოს და რუმინელ რავზან კოვაჩის სძლია. 65 კგ წონაში ედემი ბოლქვაძემ ბულგარელ დიმიტარ ანგელოვს, ტუნისელ ხაირედფინ ბენ ტლილის, ბულგარელ დიმიტარ ივანოვს და ისევ ბულგარელს, ივან ბადავროვს მოუგო. 70 კგ წონაში ივერიკო ჯულაყიძემ სლოვაკი ტაიმურაზ სალხაზანოვი და ბულგარელები – ივან ენჩევი, მიჰაილ გეორგიევი და ვესელინ პეტროვი დაამარცხა. 74 კგ წონაში გიორგი სულავამ მოუგო სლოვაკ ახსარბეკ გულაევს, ბულგარელ პრესიან მიჰოვს და ფინალში იმ სლოვაკ ტაიმურაზ სალხაზანოვს სძლია, რომელსაც 70 კგ წონის განაცხადშიც იყო. 79 კგ წონაში ტარიელ გაფრინდაშვილმა მოუგო ბულგარელებს – მიროსლავ ივანოვს და ოქტაი ჰასანს და სლოვაკ იაკუბ სიკორას, 86 კგ წონაში ზაურ ბერაძემ ისრაელელი დავიდ ლაბკოვსკი, ბულგარელი ანტონ ივანოვი და რუმინელი მიჰაი პალაგიცი დაამარცხა 92 კგ წონაში დემურ მიგინეიშვილი და 4 ბულგარელი ასპარეზობდა. წრიული სისტემით ასპარეზობისას დემური ოთხივე მათგანს შეხვდა და ოთხივე დაამარცხა. 97 კგ წონაში ბექა ჭელიძესთან ერთან ორი ბულგარელი და ერთი იაპონელი გამოდიოდა. ბექამ სამივე მათგანი დაამარცხა. 125 კგ წონაში ზურიკო ურთაშვილმა ჯერ იაპონელი დაამარცხა, შემდეგ კი მას სამი ბულგარელი მიაყოლა. კიდევ ერთ, 61 კგ წონაში, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა, ტურნირზე უკრაინიდან ერთადერთმა მონაწილემ იმარჯვა. გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა: 1 საქართველო – 225 ქულა 2. ბულგარეთი – 172 ქულა 3. იაპონია – 755 ქულა მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის