სპორტი
მანჩესტერ სიტისთან განადგურების შემდეგ სარიმ ბოდიში მოიხადა

მანჩესტერ სიტისთან განადგურების შემდეგ სარიმ ბოდიში მოიხადა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" კატასტროფული მატჩი ჩაატარა და "სიტისთან" 6:0 განადგურდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ლონდონელთა თავკაცმა მაურისიო სარიმ გააკეთა და ბოდიში მოიხადა. "მაქსიმუმს ვაკეთებ და ბევრს ვმუშაობ, რათა ჩემი გუნდი წარმატებული იყოს, მაგრამ არის მომენტები, როცა უბრალოდ არაფერი გამოგდის. ასეთი მარცხისთვის ბოდიშს ვიხდი. რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ დიდი კრიტიკა წამოვიდა და ეს მესმის. მსგავსი ანგარიში კიდევ იმიტომ მიკვირს, რომ ამ სეზონში სტუმრად უფრო კარგად ვთამაშობდით, ვიდრე შინ", - განაცხადა სარიმ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის