სპორტი
ასპილიკუეტა: "ეს დაუშვებელია"

ასპილიკუეტა: "ეს დაუშვებელია"

"ჩელსის" კაპიტანმა, სეზარ ასპილიკუეტამ, "სიტისთან" გამანადგურებელი მარცხი შეაფასა. "ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღეა. რთულია იმის ახსნა, თუ რა მოხდა. პირველი 5-6 წუთი ნორმალურად გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს არასაკმარისია. გულდაწყვეტილები და იმედგაცრუებულები ვართ. ბევრ გოლს ვუშვებთ და ამასთან შეგუება დაუშვებელია. როდესაც 6:0-ს აგებ, უნდა შეეგუო იმას, რომ ბევრი შეცდომა დაუშვი და ცუდად ითამაშა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ეს გუნდი "სტემფორდ ბრიჯზე" იმიტომ დავამარცხეთ, რომ მაშინ ნამდვილი გუნდივით გამოვიყურებოდით და კარგად ვთამაშობდით. დღეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ახლა გულშემატკივრების წინაშე მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია, რადგან მსგავსი რამ დაუშვებელია." - აღნიშნა ასპილიკუეტამ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის