სპორტი
ჩარლზ ბარკლი: "გაცვლების დედლაინის შედეგების მიხედვით, ფილადელფია საუკეთესო იყო"

ჩარლზ ბარკლი: "გაცვლების დედლაინის შედეგების მიხედვით, ფილადელფია საუკეთესო იყო"

დიდების დარბაზის წევრმა და TNT-ს ექსპერტმა, ჩარლზ ბარკლიმ გაცვლების დედლაინის უკანასკნელი კვირის შედეგები შეაფასა. "დედლაინის კვირის შედეგების მიხედვით, ფილადელფია საუკეთესო იყო. დიდებული შემადგენლობა შეკრეს, ტობიას ჰარისი დაიმატეს, რომელიც პრაქტიკულად ოლ სტარია, აგრეთვე კარგი სასტარტო ხუთეული - მათ უკვე "დიდი ოთხეული" უწოდეს". "დიახ, არც თუ ისე ბევრი სათადარიგო კალათბურთელი ჰყავთ, თუმცა ვფიქრობ, ბევრი რამ გამოუვათ", - დასძინა ბარკლიმ. გასულ კვირაში "სიქსერსმა" "კლიპერსიდან" ტობიას ჰარისი, მაიკ სკოტი და ბობან მარიანოვიჩი დაიმატა, ხოლო "ჰიუსტონიდან" ჯეიმს ენისი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის