სპორტი
ბოსტონის მიმზიდველი წინადადება ნიუ ორლეანს

ბოსტონის მიმზიდველი წინადადება ნიუ ორლეანს

ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა, ჯონ გამბადორომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამბადოროს ცნობით, "ბოსტონი" "ნიუ ორლეანს" ენტონი დევისის სანაცვლოდ ფორვარდ ჯეისონ ტატუმს, მცველ მარკუს სმარტს, ცენტრ ალ ჰორფორდსა და პირველი რაუნდის სამ პიკს სთავაზობს. "ბოსტონის" პრეზიდენტი, დენი ეინჯი "პელიკანსის" გენერალურ მენეჯერ დელ დემპსს დაუკავშირდა, რათა ტრეიდის 2019 წლის ზაფხულამდე გადადებაში დაერწმუნებინა. "სელტიქსმა" ტრეიდი დედლაინის წინ "როუზის წესის" გამო ვერ განახორციელა, თუმცა ამის შესაძლებლობა ივლისში ექნება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის