პოლიტიკა
ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ამბობს, ახალ გუნდში კახა მახათაძის ადგილი არ აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით მახათაძემ გადაწყვიტა, რომ გადადგომის შსახებ დაწეროს განცხადება. მისი თქმით, მახათაძის გუნდის წევრები მერიაში დარჩენის სურვილს არ გამოთქვამენ. ცნობისთვის, ზესტაფონის მერს მოქალაქეები კორუფციასა და ბიუჯეტის თანხების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მერის გადადგომის მოთხოვნით ზესტაფონის მერიის წინ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის