სპორტი
გვარდიოლა: "სარი პრემიერ ლიგას უკეთესს ხდის"

გვარდიოლა: "სარი პრემიერ ლიგას უკეთესს ხდის"

პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" 6:0 გაანადგურა. შეხვედრის შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლამ მაურისიო სარი დაიცვა. "ვარ თუ არა მოხიბლული სარით? დიახ, რა თქმა უნდა. ზუსტად ვიცი მსგავსი ტიპის მწვრთნელს რა სურს და რისი გაკეთება შეუძლია. ის არის სპეციალისტი, რომელიც პრემიერ ლიგის ფეხბურთს უკეთესს ხდის. "სტემფორდ ბრიჯზე" მათ დაგვამარცხეს, უფრო ადრე კი "ნაპოლის" რანგიდან შეძლო "სიტიზე" გამარჯვება. იმ პერიოდში, სარის გუნდი ჩემს გუნდზე კარგი იყო. ხალხს არ ესმის თუ რაოდენ რთულია პირველი წელი. მახსოვს, ჩემთვისაც არ იყო იოლი. პუბლიკა ფიქრობს, რომ მოვიდა ახალი მწვრთნელი, მოიყვანა ფეხბურთელები და დასრულდა - შედეგი უნდა დაიდოს. ამ ყველაფერს დრო სჭირდება", - განაცხადა გვარდიოლამ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის