სპორტი
ბლანი: "მანჩესტერთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი"

ბლანი: "მანჩესტერთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოურენ ბლანმა დაადასტურა, რომ კლუბს მისი ხილვა მთავარი მწვრთნელის რანგში სურდა. 2014 წელს, დევიდ მოიესი ოთხეულის მიღმა დარჩა და ის ლუი ვან გაალმა შეცვალა. ფრანგი ამბობს, რომ სწორედ მაშინ "იუნაიტედს" მისი დანიშვნა სურდა. "2014 წელს "მანჩესტერის" დირექტორმა დამირეკა და წინადადება შემომთავაზა, თუმცა ჩემთვის საქმეები რთულად იყო. "პარი სენ ჟერმენს" ვედექი სათავეში და იქიდან წამოსვლა იოლი არ იყო. საბოლოოდ, "იუნაიტედმა" არჩევანი ლუი ვან გაალზე გააკეთა", - განაცხადა ბლანმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის