სპორტი
ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა. გამოკითხვა, ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, სადაც ხმა 30 000-მდე ქომაგმა მისცა. ქართველმა სპორტსმენმა 17 800 ხმა მოაგროვა და ირანელი მეტოქე, სოჰრამ მორადი უკან მოიტოვა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ლაშამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მორიგი რეკორდებიც მოხსნა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის