სპორტი
ჩელსის ფანმა სეზონური ბილეთი გადააგდო

ჩელსის ფანმა სეზონური ბილეთი გადააგდო

პრემიერ ლიგის მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" მიიღო და მეტოქე 6:0 გაანადგურა. ლონდონური გუნდის ერთ-ერთმა ფანმა, სეზონური ბილეთი "ეტიჰედ სტეიდიუმზევე" დატოვა. როგორც ჩანს, ქომაგი გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, "ჩელსის" თამაშებზე სიარულს აღარ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" ზედიზედ 3 გასვლითი მატჩი წააგეს, თანაც 1 გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. მსგავსი რამ ბოლოს 1991 წელს მოხდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის