სხვადასხვა
ქალი ექიმთან მუცლის დასაპატარავებლად მივიდა და ოპერაციის შემდეგ ახალი ცხვირით გაიღვიძა (ფოტო, ვიდეო)

ქალი ექიმთან მუცლის დასაპატარავებლად მივიდა და ოპერაციის შემდეგ ახალი ცხვირით გაიღვიძა (ფოტო, ვიდეო)

ამერიკელ მერიელას ცხვირის ფორმა მისი ნებართვის გარეშე შეუცვალეს. ამის შესახებ ის პორტალ E!-ს მოუყვა.

როდესაც მერიელა 19 წლის იყო, ის პერუში ნათესავებთან გაემგზავრა იმისთვის, რომ პლასტიკური ოპერაცია იაფად გაეკეთებინათ. გოგონას ჭარბი წონა აწუხებდა და მუცლის ლიპოსაქციის გაკეთებას გეგმავდა.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ის ნარკოზიდან გამოვიდა, აღმოაჩინა, რომ ცხვირზე სახვევი ედო. ექიმმა უთხრა, რომ მას რინოპლასტიკაც გაუკეთეს და ცხვირის ფორმა შეუცვალეს. „მე თქვენ საჩუქარი გაგიკეთეთ“- უთხრა ექიმმა. გოგონა ძალიან გაბრაზდა, რადგან ის თავისი ცხვირის ფორმით კმაყოფილი იყო.

მას შედეგ რაც სახვევი მოიხსნა მან აღმოაჩინა, რომ ცხვირის ფორმა არათუ გაუმჯობესებული არამედ პირიქით დამახიჯებული ქონდა, ის ეცადა ექიმის დაკავშირებოდა პრეტენზიებისთვის, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაიგო, რომ ექიმი დაუპატიმრებიათ და ციხეში მომკვდარა.

41 წლის ასაკში მან ცხვირის ოპერაციის გაკეთება და ფორმის გაუმჯობესება შეძლო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი ისტორიის მოყოლა, იმისთვის, რომ სხვა ადამიანები გაეფრთხილებინა, თუ რა საფრთხეს შეიცავს არაკვალიფიციურ ექიმთან მისვლა.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის