სპორტი
ვინ შეცვლის დიბალას? - იუვენტუსმა ორი სუპერვარსკვლავი შეარჩია

ვინ შეცვლის დიბალას? - იუვენტუსმა ორი სუპერვარსკვლავი შეარჩია

"იუვენტუსმა" შეარჩია ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც იმ შემთხვევაში ეცდება, თუ გუნდს თავდამსხმელი, პაულო დიბალა დატოვებს. როგორც იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, არგენტინელით "რეალი" ინტერესდება. თუ ტრანსფერი განხორციელდება, "იუვემ" სანაცვლოდ შესაძლოა "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გადაიბიროს. საუბარია ისკოსა და ხამეს როდრიგესზე, რომელიც იჯარის წესით "ბაიერნის" ღირსებას იცავს. კოლუმბიელს გერმანიაში დარჩენა მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩთან კონფლიქტის გამო არ სურს. 25 წლის დიბალამ ამ სეზონში "ბებერი ქალბატონის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის