მსოფლიო
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერაზე უარი თქვა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერაზე უარი თქვა

როგორც „ოპეკში“ აცხადებენ, ისინი მხოლოდ ნავთობის პოლიტიკით არიან დაინტერესებული. როგორც სააგენტო წერს, ნიკოლას მადურომ 29 იანვარს  OPEC- ის გენერალურ მდივანს მუჰამედ ბარკინდოს წერილობითი თხოვნით მიმართა. “ჩვენი ქვეყანა იმედოვნებს, რომ OPEC- ის წევრი ქვეყნები სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერას გამოგვიცხადებენ იმ ბრძოლაში, რომელსაც ვენესუელა ახორციელებს, რათა ქვეყნის შიდა საქმეებში აშშ-ის უკანონო და თვითნებური ჩარევა თავიდან აიცილოს”, – წერს მადურო წერილში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპეკის ქვეყნებმა აშშ-ს ქმედებები ერთობლივად უნდა დაგმონ. ცნობისთვის, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი ნიკოლას მანდუროს ნაცვლად, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის