სპორტი
ბერნარდო სილვა რეალში? - პორტუგალიელმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ბერნარდო სილვა რეალში? - პორტუგალიელმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, ბერნარდო სილვამ აღნიშნა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 24 წლის პორტუგალიელს "ქალაქელებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება. "კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა, თუმცა, ჯერჯერობით, ამაზე ინფორმაცია არ არსებობს", - ციტირებს სილვას სიტყვებს Record. "ამ საკითხით ჩემი აგენტია დაკავებული. ჯერჯერობით, ჩემთვის არაფერი უთქვამს". "რეალის" ინტერესზე არაფერი გამიგია. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა. ჭორების კურსში არ ვარ. "მანჩესტერ სიტიზე" ვარ კონცენტრირებული", - დასძინა პორტუგალიელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის