სპორტი
იუვენტუსმა სალაჰისთვის კოლოსალური თანხა გაამზადა

იუვენტუსმა სალაჰისთვის კოლოსალური თანხა გაამზადა

"იუვენტუსი" "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის შეძენითაა დაინტერესებული. როგორც GOAL.COM წერს, ესპანურ პრესაზე დაყრდნობით, "ბიანკონერი" მზადაა 26 წლის ეგვიპტელში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. "იუვენტუსი" სალაჰს თავდამსხმელ პაულო დიბალას შემცვლელად განიხილავს, რომელმაც შესაძლოა კლუბი დატოვოს. შეტევის ხაზის გაძლიერების კიდევ ერთ კანდიდატად "ბიანკონერი" "რეალის" თავდამსხმელს, მარკო ასენსიოს მოიაზრებს. ამ სეზონში სალაჰმა "ლივერპულის" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის