სპორტი
რაკიტიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

რაკიტიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს. როგორც იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს, 30 წლის ხორვატის დამატების მთავარი პრეტენდენტი "ინტერია". რაკიტიჩი მზადაა "ბარსელონადან" წავიდეს: ხორვატს ფრენკი დე იონგთან კონკურენციის ეშინია, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ზაფხულში შეუერთდება. აგრეთვე, რაკიტიჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან. Transfermarkt ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა "ბარსას" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის