სპორტი
მარსელო იუვენტუსში? - ბრაზილიელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მარსელო იუვენტუსში? - ბრაზილიელმა ყველაფერს ფარდა ახადა

"რეალის" მცველ მარსელოს თქმით, "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე გავრცელებული ცნობები ჭორებია. 30 წლის ბრაზილიელმა ისიც დაამატა, რომ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ტურინულ გრანდში გადაბარგებაზე "ლივერპულთან" (3:1) ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ფინალური შეხვედრის წინ გაიგო. "რეალის" ფეხბურთელი ვარ, მოქმედი კონტრაქტი მაქვს", - ციტირებს მარსელოს სიტყვებს Esporte Interativo. "არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ჭორები. მოლაპარაკებებზე ვისაუბრებდი, ნამდვილად რომ ყოფილიყო". "რონალდუს წასვლა? "ლივერპულთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვემზადებოდით და მითხრა: "მივდივარ". დიახ, ეს მატჩის წინ მითხრა", - დასძინა ბრაზილიელმა. ამ სეზონში მარსელომ "რეალის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის