სპორტი
ხამესის მამა: "ბევრი შემოთავაზება გვაქვს, მაგრამ პრიორიტეტული ვარიანტი ეს კლუბი იქნება"

ხამესის მამა: "ბევრი შემოთავაზება გვაქვს, მაგრამ პრიორიტეტული ვარიანტი ეს კლუბი იქნება"

"რეალის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, რომელიც "ბაიერნში" იჯარის წესით ასპარეზობს, კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" გააგრძელოს. 27 წლის კოლუმბიელის მამამ, უილსონ როდრიგესმა თქვა, რომ ტურინული კლუბი მისი შვილისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება. "ხამესი და კრიშტიანუ რონალდუ კარგი მეგობრები არიან", - ციტირებს უილსონ როდრიგესის სიტყვებს Gazzetta dello Sport. "ბევრი შემოთავაზება გვაქვს, მაგრამ პრიორიტეტული ვარიანტი "იუვენტუსი" იქნება", - დასძინა ხამესის მამამ. ამ სეზონში ხამესმა "ბაიერნის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის