საზოგადოება
„ ქართველ ახალაზრდობას ტურისტების მომსახურე პერსონალად და ჯარისკაცებად ამზადებენ, რომელიც მსოფლიოს ს...

„ ქართველ ახალაზრდობას ტურისტების მომსახურე პერსონალად და ჯარისკაცებად ამზადებენ, რომელიც მსოფლიოს ს...

მერაბ ჯიბლაძე - პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი: ,,საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის საჯარო სკოლამ შეცვალა, რომელიც იგივე ამერიკული “ფაბლიკ სკულია”. ეს სკოლა ამერიკაში გონებასუსტი ბავშვებითვის არის შექმნილი, სათანადო სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასეთი სკოლების მიზანია ბავშვებისათვის წერა-კითხვისა და ელემენტარული უნარ-ჩვევების სწავლება. მაგრამ იქ გარდა “ფაბლიკ სკულებისა”—საჯარო სკოლებისა, ფუნქციონირებენ საშუალო, მაღალი და აკადემიური სკოლები, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებით, რაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე განათლების მიღების საშუალებას იძლევა. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ მას სამხრეთ აფრიკის სუსტად განვითარებული ქვეყნების კანონებით უნდა ეცხოვრა. სხვათაშორის, 1992 წელს (ამ დროს განათლების მინისტრის მოადგილე ვიყავი) ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ, ჰაჩისონმა განმიმარტა; “თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანა და სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მხოლოდ დაწყებითი განათლება”. ამერიკულ სკოლებში სასწავლო პროცესი სამი ტიპის A, B და C პროგრამებით მიმდინარეობს, ქართულ საჯარო სკოლებში კი, უმდაბლესი პროგრამა-- A ფუნქციუნირებს. ამერიკელ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალი დონის B ან C პროგრამებით სწავლობენ სკოლაში, შეუძლიათ სხვადასხვა დონის უნივერსიტეტებში ჩააბარონ. მე სამჯერ ვარ ნამყოფი ამერიკაში და იქაური სკოლების საკითხი კარგად მაქვს შესწავლილი. ქართველ მოსწავლეს კი, რომელიც A დაბალი დონის პროგრამით არის მომზადებული, აკრძალული აქვს მაღალი დონის განათლების მიღება. განათლების დონეს ჩვენთან განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეროვნულ გამოცდებზე ხდება არა ცონის, არამედ უნარ-ჩვევების შეფასება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ უნივერსიტეტის პირველკურსელებს ცოდნის ისეთი დონე აქვთ, როგორიც ადრე მე—7 კლასელებს ჰქონდათ. სახელმძღვანელოების შედგენა ხდება A პროგრამის მიხედვით. მე—10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოში მაგ. სურათებს მეტი ფართობი აქვთ დათმობილი, ვიდრე ტექსტებს. ტექსტები სკანდალური შეცდომებით არის სავსე, რაც ავტორის დაბალ კვალიფიციურობაზე მეტყველებს. სურათები კი საბავშვო ბაღის ბავშვებს უფრო შეეფერება, ვიდრე მე-10-ე კლასელებს. დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს გაუნათლებელი საზოგადოება, რადგანაც მისი მართვა უფრო ადვილია. 2003 წელთან შედარებით დღეისათვის სკოლების რიცხვი 1,5 –ჯერ შემცირდა განათლების ჩინოვნიკებისაგან არაერთხელ გვსმენია, რომ აქცენტი ინგლისურ ენასა და კომპიუტერზე უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ ქართველ ახალაზრდობას ტურისტების მომსახურე პერსონალად და ჯარისკაცებად ამზადებენ.. ჩვენი ჯარისკაცები კი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულ ომებში საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებულნი. ასეთია სახელმწიფოს ინტერესი. ბიუჯეტიდან მთელი განათლების სისტემისათვის გამოყოფილია 7,5 %. ამ დროს რუსეთმა განათლებისათვის ბიუჯეტიდან 20% გამოყო. უნდა გვახსოვდეს, რა დიდ წარმატებას მიაღწია ომის შემდეგ დანგრეულმა იაპონიამ მას შემდეგ, რაც მან განათლებისათვის 60%გამოყო."
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის