პოლიტიკა
ლევან კობერიძე: დოლიძეს და ჯანეზაშვილს მადლობას ვუხდი… მათ დღევანდელი დუმილით კინკლაობა აირიდეს

ლევან კობერიძე: დოლიძეს და ჯანეზაშვილს მადლობას ვუხდი… მათ დღევანდელი დუმილით კინკლაობა აირიდეს

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დღევანდელი დუმილის მიუხედავადაც? – პასუხობს: “არა მხოლოდ. მათი მხრიდან დღევანდელი დუმილი ჩემი აზრით იყო ძალიან პოზიტიური. იმიტომ რომ მათ აირიდეს ის პოლემიკა, უფრო სწორად კინკლაობა რისი მცდელობაც შეიძლება ყოფილიყო. მე მათ მადლოას ვუხდი არა მხოლოდ ახლა, არამედ იმ დღიდან მოყოლებული რაც ისინი იუსტიციის საბჭოში არიან. მათი მკაფიო და პროფესიონალური პოზიციისთვის ვუხდი მადლობას, რასაც ისინი იცავენ სხდომიდან სხდომამდე. ჩემთვის აღმოჩენა იყო და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნაზი ჯანეზაშვილს მხარი დავუჭირეს კენჭისყრაზე. მან გაამართლა ის იმედები, რასაც მე ვამყარებდი, როდესაც ხმას ვაძლევდი. ანა დოლიძეს რაც შეეხება, ჩემზე და ბევრ ჩვენთაგანზე გაცილებით დიდი ხანია სამართლიანობისთვის ბრძოლაშია ჩართული. ამ ორ ადამიანს მადლობას ვეუბნები სწორი პოზიციისათვის, რაც მათ დღემდე უკავიათ”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის