საზოგადოება
„დავინახე გუნდი, ვისაც სურს ადამიანზე იყოს მორგებული“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს

„დავინახე გუნდი, ვისაც სურს ადამიანზე იყოს მორგებული“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს

„აიპრესმა“ ინფორმაცია თავად მინისტრთან გადაამოწმა. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან არცერთ საკითხზე უთანხმოება არ ჰქონია და ისივე როგორც მის წინამორბედთან,ზურაბ პატარაძესთანაც მხოლოდ ერთ პრიორიტეტს,  ადამიანების საჭიროებებს ემსახურება: „ჩვენ გუნდურად ვმუშაობდით და გუნდურად ვმუშაობთ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა  სხვაა, არცერთ თავმჯდომარესთან, მე არ გამრჩენია კითხვის ნიშნები ამ მიმართებით, რომ ვთქვათ ვიღაცასთან მიღირს თუ არა მუშაობა. ნამდვილად მიღირს იმიტომ ვარ აქ. არავინ არაფერს არ გაძალებს, არსად მუშაობას. ჩემი სურვილი, რომ  ადამიანი გამხდარიყო პრიორიტეტი  ამ ქვეყნისთვის და არა სადღაც შენობა, ან შადრევანი და ა. შ. დავინახე გუნდი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ადამიანზე იყოს მორგებული და ჩემი მიმათულებით მითუმეტეს. ურთიერთობაში ჩვენ არასდროს პრობლემა არ გვქონია  და პირიქით, სამუშაოსთან ერთად მეტი გაბედულება მოგვცა ყველას. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, ამ დროს იქ ვიყავი მე გვერდით ოთახში მესმოდა ეგ კითხვა, უბრალოდ უფლება არ მქონდა ბრიფინგის დროს გამოვსულიყავი  და ჩამეხედა თვალებში თქვენი კოლეგისთვის და მეკითხა იდეა საიდან მოდისთქო, მაგრამ ამდენის უფლებას ვერ მივცემდი თავს.“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრად 2016 წელს ყოფილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დანიშნა. 2018 წელს კი ახალმა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 4 წევრიანი მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ 2 წევრით განაახლა. ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები თანამდებობებს ამ დრომდე ინარჩუნებენ. ინტერვიუს სრულ ვერსიას „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის