სპორტი
სუპერ ამბავი: თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში განაგრძობს!

სუპერ ამბავი: თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში განაგრძობს!

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების, ეროვნული ნაკრების და ქუთაისის "აიას" მგეზავი თედო აბჟანდაძე, მომავალი სეზონიდან კარიერას საფრანგეთში განაგრძობს. 19 წლის მორაგბე "ბრივმა" გაიფორმა და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. „გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდი რომ გამომიჩნდა. "ბრივს" მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. კონტრაქტი "ესპუარებისაა", თუმცა უკვე ვიცი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევეცდები უმოკლეს ვადებში შევისწავლო ფრანგული ენა, რათა ამან თამაშში არ შემიშალოს ხელი. კლუბში შემპირდნენ, რომ ფრანგულის მასწავლებელს ამიყვანენ, თუმცა მე სწავლას ახლავე დავიწყებ, რათა იქ ჩასულს გარკვეული საფუძველი მქონდეს. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არ გამიჭირდება, როგორც ირლანდიაში“ - ციტირებს აბჟანდაძის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. აბჟანდაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ნოემბრის ტესტებზე, სამოასთან მოგებულ მატჩში ჰქონდა, უკვე სამი კეპის მოხვეჭა მოასწრო და 28 ქულა გაიტანა. მან 2017 და 2018 წლების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და 10 ჩატარებულ მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. ცნობისთვის, "ბრივში" ამ დროისთვის ექვსი ქართველი თამაშობს: სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა, კახა ასიეშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე. გარდა ამისა, მათ მომდევნო სეზონიდან კიდევ ერთი ჩვენებური, მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე შეუერთდება "ბორდოდან". "ბრივი" პრო დ2-ში ასპარეზობს, 57 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ტოპ 14-ში დაბრუნების რეალური შანსი აქვს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის