სპორტი
ოფიციალურად: აარონ რემსი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ოფიციალურად: აარონ რემსი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ უელსელი ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. რემსი ტურინულ გუნდს ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი სეზონის ბოლომდე, ლონდონის "არსენალში" ითამაშებს. ცნობილია, რომ რემსი ბებერ ქალბატონში წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რემსი "არსენალში" "კარდიფიდან" 2008 წელს გადავიდა, იმის შემდეგ კი გუნდთან ერთად ასოციაციის თასი მოიგო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის