სპორტი
სპორტფოტო 2018 - გამოფენაზე GOAL.GE-ს ფოტოებიც მოხვდა

სპორტფოტო 2018 - გამოფენაზე GOAL.GE-ს ფოტოებიც მოხვდა

გუშინ, ფაბრიკაში გაიმართა ყოველწლიური გამოფენა "სპორტფოტო", სადაც 2018 წლის გამორჩეული სპორტული ფოტოები იყო წარდგენილი. სასიამოვნოა, რომ "სპორტფოტო 2018"-ზე GOAL.GE-ს ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოებიც მოხვდა. გიორგი არჯევანიძე 3 წელია ჩვენი გუნდის წევრია და აქტიურად აღბეჭდავს ქართულ სპორტში მიმდინარე მოვლენებს. "ესეთ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მადლობელი ვარ სპორტფოტოს ორგანიზატორების, რათა გამოფენაზე ჩვენი ფოტოებიც იყო. იმედია, ეს პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მე კი ვეცდები, შემდეგ წლებში საზოგადოებას უკეთესი ფოტოები შევთავაზო. ასევე, მადლობას ვუხდი GOAL.GE-ს, რათა განვითარებაში ხელს მიწყობს", - ამბობს ჩვენი ფოტოგრაფი. ჩვენი ფოტოები, რომლებიც "სპორტფოტო 2018"-ზე გამოიფინა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის