სპორტი
"ახალი ფორვარდი? მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი გვყავს", - პერესი

"ახალი ფორვარდი? მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი გვყავს", - პერესი

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა France Football-თან საუბრის დროს ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა. ესპანელმა თქვა, რომ მის გუნდს ახალი ფეხბურთელები არ სჭირდება და ისიც დაამატა, რომ მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ჰყავს, კარიმ ბენზემას სახით. "ადრეც აღვნიშნე, რომ მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს და ამ აზრს მოგებული ტიტულები ამტკიცებს. არ ვაპირებ, რომ ტრანსფერებში დიდი თანხა დავხარჯო. მაგალითად, მედია წლებია უკვე წერს, რომ "რეალს" ფორვარდი სჭირდება, თუმცა კარიმ ბენზემა ამტკიცებს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია", - განაცხადა პერესმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის