სპორტი
როისი ტოტენჰემთან გამოირიცხა

როისი ტოტენჰემთან გამოირიცხა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამ კვირაში მარკო როისი "დორტმუნდს" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. გუნდის კაპიტანმა ტრავმა, გასულ კვირას, გერმანიის თასის მატჩზე მიიღო, სადაც "ბორუსია" "ვერდერთან" დამარცხდა. ბუნდესლიგის გასულ ტურში, როისი სანჩომ შეცვალა, რომელმაც "ჰოფენჰაიმთან" გოლის გატანაც მოახერხა და სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის 11-ეულშიც სწორედ ის იქნება. შეგახსენებთ, რომ მარკო როისმა 2018-2019 წლების სეზონში, ბუნდესლიგაში 13 გოლის გატანა შეძლო და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის