სპორტი
ვიდეო-რეფერის გამო, უეფამ რეალის მატჩზე მსაჯი შეცვალა

ვიდეო-რეფერის გამო, უეფამ რეალის მატჩზე მსაჯი შეცვალა

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მადრიდის "რეალი" "აიაქსს" ესტუმრება. უეფამ შეხვედრისთვის მთავარ მსაჯად პოლონელი, სზიმონ მარცინიაკი დაამტკიცა, თუმცა დღეს ცვლილება მოხდა. ცნობილია, რომ "რეალისა" და "აიაქსის" მატჩს სლოვენიელი დამირ შკომინა გაუძღვება. უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონელს ვიდეო რეფერისთან მუშაობის შესახებ ცოდნა არ აქვს, რის გამოც შკომინათ ჩაანაცვლეს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ფლეი ოფის ეტაპიდან, ვიდეო რეფერი ამოქმედდება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის