სპორტი
6:0-ის შემდეგ სიტის თანამშრომელმა ჩელსის დასცინა და სტადიონზე მუსიკა ჩართო

6:0-ის შემდეგ სიტის თანამშრომელმა ჩელსის დასცინა და სტადიონზე მუსიკა ჩართო

პრემიერ ლიგის მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" 6:0 გაანადგურა. შეხვედრის შემდეგ, მანჩესტერული გუნდის ერთ-ერთა თანამშრომელმა ლონდონური გუნდის დაცინვა გადაწყვიტა და ამისთვის "ეტიჰედ სტეიდიუმზე" დამონტაჟებული აპარატურა გამოიყენა. მან Madness-ის One Step Beyond ჩართო, რომელიც მთელმა "ეტიჰედმა" გაიგო. ზემოთხსენებული სიმღერა, ლონდონის "ჩელსის" ფავორიტია და ის ყოველთვის არის ჩართული "სტემფორდ ბრიჯზე", როდესაც ლონდონური გუნდი იმარჯვებს. ამ ფაქტის გამო "სიტიმ" ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის