სპორტი
პირველად ისტორიაში - ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერი იქნება

პირველად ისტორიაში - ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერი იქნება

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრები დაიწყება, სადაც უეფამ დიდი სიახლე დანერგა. ევრო ტურნირებზე, ისტორიაში პირველად ვიდეო რეფერი ამოქმედდება. ვიდეო ასისტენტის დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პარი სენ ჟერმენისა" და "რომასა" და "პორტოს" შეხვედრებში შედგება. ცნობილია, რომ ევრო ტურნირებზე ვიდეო რეფერის გამოყენების წესები შემდეგნაირი იქნება. მსაჯები ეპიზოდს გამეორებაზე იხილავენ: 1. თუ საჯარიმოში რაიმე საკამათო სიტუაცია დაფიქსირდება. 2. თუ რომელიმე ფეხბურთელი წითელ ბარათს იმსახურებს. 3. თუ ბურთი კარის ხაზს ოდანვ გადაკვეთს და საეჭვო იქნება, გავიდა თუ არა გოლი
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის