სპორტი
მარსელო: "ფინალისთვის ვემზადებოდი და რონალდუმ მითხრა, რომ გუნდს ტოვებდა"

მარსელო: "ფინალისთვის ვემზადებოდი და რონალდუმ მითხრა, რომ გუნდს ტოვებდა"

მარსელომ Esporte Interativo-თან საუბარში დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ მაისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე იცოდა. იმავე პერიოდში, "რეალის" მცველი ზემოთხსენებულ ბრაზილიურ გამოცემას ესაუბრა, სადაც არ დაადასტურა, კრიშტიანუს შესაძლო წასვლის ფაქტი და საბოლოოდ ის სიცრუეში გამოიჭირეს. მარსელო: "ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვემზადებოდით და ამ დროს კრიშტიანუმ მითხრა: - "გუნდიდან მივდივარ." ჟურნალისტი (ტატიანა მანტოვანი): "ეს ფინალამდე გითხრა? ესეიგი მაშინ მომატყუე." მარსელო: "დიახ, მოგატყუეთ და უნდა მომეტყუებინეთ,"
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის