საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდებ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდებ


გრძელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში. თორნიკე რიჟვაძე, ვიზიტის ფარგლებში,ესტონეთის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს იანეკ მაგის და E-Governance აკადემიის წარმომადგენელს ლიია ჰანნისშეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა ესტონეთის მოწინავე გამოცდილების გაზიარება ელექტრონულიმმართველობის სფეროში.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია ესტონური გამოცდილების გაზიარება ელექტრონული სერვისებისა დასაინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. საჭიროა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ უშუალო კომუნიკაციისდა პროცესებში მაქსიმალური ჩართულობის საშუალება. სისტემა მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის დამოქალაქეებს ექნებათ წვდომა მუდმივად ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესებს".

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთისმუნიციპალიტეტს, ქალაქ ტარტუსა და ქალაქ ნარვას შორის. ესტონეთის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციის„ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი"-ს (ENUT) აქტიური ჩართულობით არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართააჭარის რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის