საზოგადოება
წყნეთში ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა - ერთის მდგომარეობა მძიმეა

წყნეთში ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა - ერთის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წყნეთში 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ამასთან, 6 დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, რეგიონალურ ჰოსპიტალში კი ერთი პაციენტი მიიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ირაკლი ფირცხელაშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. „შემოყვანილია 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენის შედარებითი მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“, - განაცხადა ირაკლი ფირცხელაშვილმა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის