პოლიტიკა

ნატო-ს წარმომადგენელი: ალიანსში სკოპიეს გაწევრიანება სიგნალია ყველა ასპირანტისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მადელეინ მუნის განცხადებით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როგორც მუნიმ განმარტა, ნატო-მ კიდევ ერთი ახალი წევრი - ჩრდილოეთ მაკედონია მიიღო, ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ ალიანსი წევრები ქვეყნების მიღებას განაგრძობს. "სკოპიეს გაწევრიანება ნატო-ში ძლიერი სიგნალი და სტიმულია ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამით ნატო ამტკიცებს, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეები და ასპირანტი სახელმწიფოები, მესამე მხარეს კი, ჩარევის უფლება არ აქვს", - ნათქვამია ნატო-ს წარმომადგენლის წერილში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.
წყარო: epn.ge
-
50 წუთის წინ
-
1 საათის წინ
-
1 საათის წინ
-
2 საათის წინ
-
4 საათის წინ
-
4 საათის წინ