სპორტი
ბობი პორტისი მიიჩნევს, რომ ჩიკაგოს ხელმძღვანელობამ არ დააფასა

ბობი პორტისი მიიჩნევს, რომ ჩიკაგოს ხელმძღვანელობამ არ დააფასა

"ვაშინგტონის" ფორვარდი, ბობი პორტისი ნბა-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში სხვადასხვა გუნდის მაისურით ზედიზედ ორ მატჩში 30 და მეტი ქულა ჩააგდო. თვითერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნულ სტატისტიკაზე კომენტარი გააკეთა. "არადა, პექსონმა თქვა, რომ პორტისი მხოლოდ რეზერვის "დიდია", რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს". პორტისმა, რომელმაც "ჩიკაგოს" რიგებში ჩატარებულ ბოლო მატჩში 33 ქულა ჩააგდო, ხოლო "ვაშინგტონის" რიგებში გამართულ სადებიუტო დაპირისპირებაში 30, ეს შეტყობინება შეაფასა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის