მსოფლიო
მეწარმეები: “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთში მცირე ბიზნესისთვის კატასტროფული გახდა

მეწარმეები: “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთში მცირე ბიზნესისთვის კატასტროფული გახდა

“იმის გამო, რომ დაკავებები და ძარცვა თავიდან იქნეს აცილებული, ბევრი სავაჭრო ობიექტი ამჯობინებს, ბიზნესი დროებით დახუროს, რის შედეგადაც ისინი მოგებას კარგავენ “, – ნათქვამია განცხადებაში. ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ” მთავრობის მიერ შემოთავაზებული მექანიზმები, სამწუხაროდ, არაქმედითუნარიანია “. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “საფრანგეთის მასშტაბით ათასობით სავაჭრო ობიექტთან დაკავშირებით სიტუაცია კატასტროფულია”. “შეჩერების დროა, რადგან მეწარმეები ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებელნი არ არიან, ისინი ასევე გადასახადებით უკმაყოფილონი არიან”, – ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჟამინ გრივომ განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლეი მეი ხვალ, ოთხშაბათს საფრანგეთის მთავარი ქალაქების დეპუტატებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. სააგენტო France-Presse- ის თანახმად, “ყვითელი ჟილეტების” სამთვიანი საპროტესტო აქციების შედეგად, მსხვილ ქალაქებში, კერძოდ, ბორდოში, ლიონში, ტულუზაში, მეწარმეებმა უკვე რამდენიმე მილიონი ევრო დაკარგეს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის