მსოფლიო
რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვას გეგმავს

რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვას გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში ინტერნეტის სატესტო გათიშვას გეგმავს. ამით ის მომავალში შესაძლო კიბერომისთვის ემზადება. ტესტირების დროს ინტერნეტი გაითიშება საერთაშორისო დონეზე და კომუნიკაცია შენარჩუნდება ქვეყნის შიგნით არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის.


კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტის სფეროში ტექნიკური ცვლილებები გაატაროს, პარლამენტში გასულ წელს შევიდა, ტესტირება 1 აპრილამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელ დღეს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მათი მიზანია ინტერნეტის რუსულმა სეგმენტმა მუშაობა გააგრძელოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას საერთაშორისო ქსელიდან გათიშავენ.

ადრე რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება 20 მილიარდ რუბლს დახარჯავს ავტონომიური ინტერნეტის შექმნისთვის. აღსანიშნავია, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთში მას შემდეგ გადადგეს, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში რუსეთი მოხსენიებული იქნა ამერიკულ ქსელში განხორციელებული კიბერთავდასხმების ავტორად.

დოკუმენტს ხმა 334-მა დეპუტატმა მისცა, მის წინააღმდეგ კი 47 წავიდა.კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები, გარდა ვლადიმირ პუტინის „ედინაია როსიისა“.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის