მსოფლიო
სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ სისტემა “პოსეიდონის” განვითარებით შეშფოთებული ვართ

სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ სისტემა “პოსეიდონის” განვითარებით შეშფოთებული ვართ

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ეს “კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი ბირთვული პოტენციალის გაზრდისთვის ინვესტიციებს აძლიერებს”. 2018 წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „პოსეიდონის“  ტესტირების ვიდეო აჩვენა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „პოსეიდონი“ მტრის თვითმფრინავების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ასევე ის სამხედრო ოპერაციებში ჩაერთვება. გასულ კვირას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლის საკითხებში ანდრეა ტომპსონმა განაცხადა, რომ „პოსეიდონის“ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია. “არ მჯერა რუსული პროპაგანდის, ჩვენი არმიის ძალაუფლების მჯერა”, – განაცხადა მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის